Tuesday, November 25, 2014

    წვიმის წვეთების ხმა, ნაცრისფერი ცა, ქართლის დედა და გაცრეცილი თოვლის ნაკვალევი მთებზე.
თითქოს ამინდის ბრალია ჩემი სევდით შეპყრობილობა, თუმცა უსაფუძვლოდ ვდებ ამინდს ბრალს - ამინდი ცვალებადია, ჩემში არსებული სევდა კი მარადიული და მე მართლაც შეპყრობილი ვხდები ...
ჩემი ფიქრები ისეთი არეულია გამიჭირდება გადმოცემა, კონკრეტულად რაიმეს თქმა არაა საჭირო არ მინდა შევეხო იმ ადამიანთა გრძნობებს რომელთაც ისევე ტკივათ როგორც მე, ეს განცდა კიდევ მეტად მაუცხოებს ამ სამყაროსგან. წარმოდგენაც კი არ მქონია იმის შესახებ თუ რა სასტიკი და მოულოდნელია ცხოვრება, არ ვიცი კიდევ რამდენჯერ ან რა ფორმით შევიცნობ სიკვდილის სიძლიერეს და ბატონობას ადამიანებზე (თუმცა რას ვამბობ განა ადამიანებს სიკვდილის შიში სიცოცხლეშივე არ კლავთ?!)
სიკვდილი თითქოს ჩემი ფიქრის სათავეა  (იქნებ თქვენიც  ?) არ ვიცი ვის რა წარმოდგენა აქვს სიკვდილზე  უბრალოდ  მე იმის თქმა შემიძლია მეტი იფიქროთ მასზე, რათა გააცნობიეროთ რომ სიკვდილი ეს არაა ტრაგედია - და მეტიც სიტყვა სიკვდილი იგივეა რაც გარდაცვალება - გარდაცვალება კი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებასთან ასოცირდება... არ იფიქროთ რომ თქვენთვის ჭკუის დარიგებას ვცდილობ არც ის მინდა რომ თქვენი წარმოდგენა შევცვალო შიშზე რომელასც სიკვდილის გაფიქრებაზე განიცდით, ყველა ნორმალურს უნდა ეშნოდეს სიკვდილის
- რატომ?? იმედია გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე, ხოლო ისინი ვინც არ არიან მზად  პასუხის გასაცემად ვეტყვი: სიკვდილის წინაშე  უნდა ვძრწოდეთ მხოლოდ იმიტომ რომ...  შევძელით კი სწორად ცხოვრება?! იმედია ამ კითხვას თავად გასცემთ პასუხს, სხვა ამას ვერავინ შეძლებს...
ფიქრები ისევ შორს მიმაქანებს და ისევ სიკვდილის სარტყელითაა მოცული, ერთგვარი ლაბირინთია რომელშიც ავიხლართე. ებრაელი ხალხი მახსენდება (ებრაელებიც ხომ სიკვდილის შარავანდედით არიან ნათელმოსილნი) არ ვიცი რა იყო  ჰიტლერში ებრაელი ხალხის საწინააღმდეგო, ესე მონდომებით რომ სცადა მათი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ თუკი მე ქართველობას ოდესმე დავთმობდი ჩემი სურვილი იქნებოდა სწორედ იმ ებრაელთა რიგებს შევერთებოდი რომელებიც ესე უმოწყალოდ და არაადამიანურად ჩახოცეს,
რატომ მათ რიგებში?
- თითქოს იქ სარდაფში მეც ვეწამე ანესთან ერთად, ჩემი ერთადერთი მეგობარიც ხომ "კიწი"-არის?!
იქნებ ეს სამყარო სწორედ ამ უდანაშაულო ხალხთან ერთად იხრწნება.
მე ვახსენებ ჰიტლერი მაგრამ ებრაელთა "ჰოლოკასტი" მარტო ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის ქვეშაა? განა მთელი მსოფლიოს დანაშაული არაა რომ მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში ?!
რა ხდება დღეს - 21-ე საუკუნეში ? კაცობრიობა მესამე მსოფილიო ომის დასაწყისის ზღვარზეა მისული.  რა მოიტანა საუკუნეების ცვლილებამ - მეტი ცივილიზაცია ?? თუ მხოლოდ ომის დახვეწილი მანევრები ?
გიფიქრიათ ?
იქნებ ომი არც არასდროს დასრულებულა? ან კი ვიცით როდის დაიწყო? იქნებ მაშინ როდესაც კაენმა მოკლა აბელი?
თუკი მესამე მსოფლიო ომის დაწყება გარდაუვალია, მე ვისურვებდი ვყოფილიყავი უბრალოდ "წითურთმიანი ქალიშვილი" რომელმაც შეუძლებელი შეძლო. მე მაქვს ძალა და მე მაქვს რწმენა, მსურს ადამიანობა და არააქვს მნიშვნელობა დროს,  საუკუნეს, სივრცეს ან გარემოს. გზა ადამიანობისაკენ ჯერ კიდევ შორია  და იმედია შევძლებთ ამ მწვერვალზე ასვლას. როგორ შეიძლება თავს ვუწოდოთ ადამიანები მაშინ როდესაც ვხედავთ რა ხდება სომალში, ეს სამოქალაქო ომი ნამდვილი ტრაგებიაა 21-ე საუკუნეში არსებული. - და ფაქტი სამყაროს გადაგვარებისა. რას ვაკეთებთ ჩვენ ადამიანები მის შესაჩერებლად განა ჩვეული რიტმით, ბედნიერად არ განვაგრძობთ ცხოვრებას? მაშინ როდესაც იქ სომალში მყოფ ადამიანებს გადარჩენის თეორიული შანსიც კი არააქვთ. თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება?
თქვენ ცდებით მხოლოდ გააზრება იმისა რომ ეს არა მარტო მათი არამედ ჩვენი პრობლემაცაა უკვე გამარჯვებაა, სწორედ ესაა გზა ადამიანობისაკენ, რისთვის იბრძოდა მაჰათმა განდი?  (დიახ იბრძოდა - ბრძოლა მხოლოდ სისხლისღვრას არ გულისხმობს)
ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვიხსნათ 21 - ე საუკუნის სამყარო ამ გახრწნილობისაგან, განა ვერ გრძნობთ სუნს? განა შემზარავი არაა ეს ხმები:
სომალი
სუდანი
ერაყი
ავღანეთი
სირია
გვინეა
იემენი
პაკისტანი
ბანგლადეში
და კიდევ
და კიდევ
და კიდევ ...  ყველა ეს ჯოჯოხეთი არაა დედამიწაზე?. დაფიქრდით!